Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამართლიანი არჩევნები": საარჩევნო უბნების მეოთხედზე მეტი მცირე ხარვეზებით გაიხსნა


"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 77,2% კანონმდებლობის შესაბამისად გაიხსნა. უბნების 20,3%-ზე მცირედი ხარვეზები დაფიქსირდა უბნის გახსნასთან და მოწყობასთან დაკავშირებით. საარჩევნო უბნების 2,5%-ში კი უბნის გახნის პროცედურები კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით ჩატარდა. ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "სამართლიანმა არჩევნებმა" დააფიქსირა დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის შვიდი ფაქტი, უბნის გახსნის პროცედურული დარღვევების სამი შემთხვევა და მარკირების არ შემოწმების ფაქტები.
XS
SM
MD
LG