Accessibility links

logo-print

საია: მარკირების კვალი ხშირად არ ჩანს


”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებლების ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფიქსირდება მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემა. სითხე არამდგრადია და ულტრაიისფერი დასხივებით, ხშირ შემთხვევაში, მარკირების კვალი არ ჩანს. საიას დამკვირვებლებმა მსგავსი პრობლემა თბილისისა და ბათუმის საარჩევნო უბნებზე აღმოაჩინეს. ”მარკირების პრობლემა მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს და აუცილებელია ამ პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა” - ნათქვამია საიას განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია,რომ ორგანიზაცია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადო ხარისხის მარკირების სითხის მიწოდება იმ უბნებზე, სადაც მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა, ხოლო შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიას - შეაჩერონ კენჭისყრის პროცესი სათანადო ხარისხის სითხის მიწოდებამდე.
XS
SM
MD
LG