Accessibility links

შუადღისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 26 პროცენტი შეადგინა


დღის 12 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მეოთხედზე მეტმა, – 25,88%-მა. ამის შესახებ იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოს ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა აღინიშნა რაჭაში, ამბროლაურის ოლქში – 40,3%. თბილისში 12 საათისთვის ყველაზე აქტიური ამომრჩეველი იყო მთაწმინდის ოლქში – 29,6%. ყველაზე დაბალი აქტივობა ჯერჯერობით წალკაში აღინიშნება – 18,3%.
XS
SM
MD
LG