Accessibility links

logo-print

ჩეხეთში ახალ პრეზიდენტს 11-12 იანვარს აირჩევენ


ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად განისაზღვრა ამ ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის თარიღი. არჩევნები გაიმართება გაისად, 11 და 12 იანვარს, განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, მილან შტეხმა. თუ ვერც ერთი კანდიდატი შეძლებს ხმების ნახევარზე მეტის მოგროვებას, ორი კვირის შემდეგ მეორე ტური მოეწყობა. ჩეხეთის ახლანდელი პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი, გადადგება, სახელმწიფს სათავეში ორი ხუთწლიანი ვადით ყოფნის შემდეგ. ადრე ჩეხეთის პრეზიდენტს ირჩევდნენ პარლამენტის ორივე პალატის წევრები. კანონი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ წელს მიიღეს.
XS
SM
MD
LG