Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი მანდატების ორი მესამედის მოპოვებას იმედოვნებს


„ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ მისი კოალიცია პარლამენტში, სულ ცოტა, მანდატების ორ მესამედს მოიპოვებს. საარჩევნო უბანთან, ჟურნალისტებთან საუბრისას, ივანიშვილმა აღნიშნა, აგრეთვე, რომ თუ არჩევნები იდეალურად ჩატარდა, ნაციონალური მოძრაობა „დიდი ალბათობით საერთოდ ვერ შემოვა პარლამენტში“. თუმცა, ივანიშვილმა იქვე დასძინა, რომ არჩევნების იდეალურად ჩატარების იმედი არ აქვს. „ქართული ოცნების“ ლიდერს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და განმარტა, რომ არ ისარგებლა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, რომელიც მას, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის მოქალაქეს, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. საქართველოს მოქალაქეობა ივანიშვილს შარშან, ნოემბერში შეუწყდა. 150 საპარლამენტო მანდატს ერთმანეთს ეცილებიან 14 პარტიისა და ორი საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG