Accessibility links

logo-print

მოსკოვის სასამრთლომ „პუსი რაიოტის“ საქმის განხილვა გადადო


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გადადო პანკჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამი წევრის განაჩენის გასაჩივრების განხილვა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ერთ-ერთმა მომჩივანმა, ეკატერინე სამუცევიჩმა, აცილება მისცა თავის ადვოკატს, რომელიც მთელი პროცესის მანძილზე იცავდა მას. სამუცევიჩმა განაცხადა, რომ ის ახალ ადვოკატს აიყვანს. საქმის განხილვა 10 ოქტომბრისთვის გადაიდოლ. „პუსი რაიოტის“ სამ წევრს ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის მაცხოვრის ეკლესიაში, ეგრეთწოდებული, პანკ-ლოცვის შესრულების გამო. რაიონულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო რელიგიურ სიძულვილზე დაფუძნებულ ხულიგნობაში. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კვირას მონანიებისკენ მოუწოდა ბრალდებულ ქალებს. ეკლესიის თანახმად, თუ მათი განცხადება მონანიების შემცველი იქნება, „მათი სიტყვები შეუმჩნეველი არ დარჩება“. "პუსი რაიოტის" წევრების გასამართლებას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG