Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციის აქტივსტი დააკავეს


აზერბაიჯანში, მოსამართლემ ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტს 15 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო. ზაურ ყურბანლი, ოპოზიციური ჯგუფის, „ნიდას“ წევრი, ქალაქ ჰირდალანში, თავის სახლთან დააკავეს, შაბათს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ყურბანლი ეჭვმიტანილია ნარკოტიკებთან დაკავშირებული უკანონო ოპერაციების წარმოებაში, ასევე იმაში, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და რომ მის ოფისში მიაკვლიეს უკანონო „დოკუმენტებს და საგნებს“. სამინისტროს დეტალები არ დაუზუსტებია. ყურბანლის კოლეგებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ ის სხვა ოპოზიციური ჯგუფის, „დადებითი ცვლილებების“, ოფისში მიიყვანა ხელბორკილით და იქ დაკითხა. ოფიციალური განცხადება მოჰყვა რადიო თავისუფლებასთან ყურბანლის ნათესავების ჩივილს, რომ დაპატიმრების შემდეგ არ მიუღიათ ახსნა-განმარტება დაკავების და მისი ადგილსამყოფელის შესახებ,
XS
SM
MD
LG