Accessibility links

logo-print

ავღანეთში დახოცილი ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვმა ორი ათასს მიაღწია


ავღანეთის აღმოსავლეთში, საგუშაგოზე შაბათს მომხდარ შეტაკებას შეეწირა ამერიკელი სამხედრო, კოლიციის ჯარის წარმომადგენელი, რითაც 11 წლიანი ომის განმავლობაში აშშ-ის დახოცილი ჯარისკაცების რაოდენობამ, ორი ათასს მიაღწია. ავღანეთის ვარდაკის პროვინციაში მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა ასევე სამი ავღანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი. კოალიციის ჯარის თანახმად, თავიდან ეგონათ, რომ ჯარისკაცი ავღანეთის უშიშროების სამსახურის წევრმა მოკლა, მაგრამ, მოგვიანებით ითქვა, რომ შეტაკებისას მეამბოხეებმაც „გახსნეს ცეცხლი“. ინციდენტს გამოიძიებენ. ნატოს ჯარის სულ მცირე, 52 წევრი იქნა მოკავშირეთა, ეგრეთწოდებული „ინსაიდერების“ თავდასხმის შედეგად მიერ მოკლული. ამ შემთხვევების დროს ავღანეთის უშიშიროების ძალები თავიანთ იარაღს მიმართავდნენ დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG