Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერი არჩევნებს მიიჩნევს „ლაკმუსის ტესტად“ ქართული დემოკრატიისათვის


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, საქართველოში წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები არის „ლაკმუსის ტესტი“ ქვეყნის დემოკრატიისათვის. ამის შესახებ რასმუსენმა განაცხადა ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. „დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ყველა ღონეს, რათა უზრუნველყოს, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე. ამ მხრივ, ძალიან ვაფასებ, რომ საქართველოს მთავრობამ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი მიიწვია არჩევნების სამეთვალყურეოდ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ჩათვლით“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
XS
SM
MD
LG