Accessibility links

logo-print

საქართველოში არჩევნებს თვალს ადევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი ორგანიზაცია


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამეთვალყურეოდ დარეგისტრირებულია 61 საერთაშორისო ორგანიზაცია (1641 უცხოელი დამკვირვებელი) და 50 ადგილობრივი ჯგუფი (62 115 დამკვირვებელი). როგორც იუწყებიან, არჩევნების მეთვალყურეობის სურვილი გამოთქმული ჰქონდა 75 საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა 14 მათგანს, რადგან მათ არ წარმოუდგენიათ ინფორმაცია დაფინანსების წყაროს შესახებ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, 1641 უცხოელ და 62 115 ადგილობრივ მეთვალყურესთან ერთად, თვალს ადევნებს 3295 აკრედიტებული ჟურნალისტიც.
XS
SM
MD
LG