Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტრო” და ”მე-9 არხი” ზოგან უკვე გაითიშა


”მასთ ქერის” პრინციპისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების ვადის ამოწურვის შემდეგ, საკაბელო ოპერატორების ერთმა ნაწილმა შეწყვიტა ტელეკომპანიების ”მაესტროსა” და ”მე-9 არხის” სიგნალის გავრცელება. როგორც პროექტ - ”სამოქალაქო მონიტორინგი მასთ ქერის მოქმედებაზე” - წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ განუცხადა 1 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებს, 17 საათისთვის ხსემებული ტელეკომპანიების სიგნალი საკაბელო ოპერატორებმა გათიშეს: ფოთში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და გორში. 1 ოქტომბერს (დღის განმავლობაში) სიტუაცია საკმაოდ ხშირად იცვლებოდა: საკაბელო ოპერატორების ერთი ნაწილი (როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში) ხან ჩართავდა და ხანაც გამორთავდა - ტელეკომპანიების ”მაესტროსა” და ”მე-9 არხის” მაუწყებლობას. ლევან დოლიძე მიესალმება, რომ, ”მასთ ქერის” პრინციპისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი საკაბელო ოპერატორი კვლავაც აგრძელებს ხსენებული ტელეკომპანიების სიგნალის გავრცელებას. ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ - საკაბელო ოპერატორები არჩევნების შედეგებს ელოდებიან და სწორედ ამიტომ არ ჩქარობენ სიგნალის გათიშვას.
XS
SM
MD
LG