Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია ხაშურის რამდენიმე უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილებას მოითხოვს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საჩივრით მიმართავს ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვს, ბათილად გამოცხადდეს კენჭისყრის შედეგები ხაშურის მე-3, მე-5, მე-10, მე-19, 45-ე და 46-ე უბნებზე, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეიჭრნენ სპეცდანიშნულების რაზმები და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. საია მოითხოვს, აგრეთვე, ბათილად იქნეს გამოცხადებული 26-ე უბნის შედეგები, რადგან ამ უბნიდან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, გამოაძევეს დამკვირვებლები. მანამდე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხაშურის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სპეცრაზმი შეიჭრა. „ხაშურში მე-10 საარჩევნო უბაზე სპეცრაზმი შეიჭრა. მათ ყველა გასასვლელი კარი ჩაკეტეს და ხალხს გარეთ არ უშვებენ. ხაშურის მოსახლეობა მე-10 საარჩევნო უბანთან არის შეკრებილი და მათ შენობიდან ხალხის შემზარავი ხმები ესმით, ისინი გარეთ გამოშვებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG