Accessibility links

logo-print

ცესკოს 14 საათის მონაცემებით, 32 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ


საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 14 საათის მონაცემებით ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ლიდერობს როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომლებიც უბნების 29%-ის შედეგებს ეფუძნება, პროპორციული სისტემით ”ქართულ ოცნებას” ხმების 53,11% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას კი 41,57%. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 32 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ, 26-ში კი ნაციონალური მოძრაობის. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტები 5%-იან საარჩევნო ბარიერის გადალახვას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
XS
SM
MD
LG