Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგნიცკის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ციხეში წამებით მოკლეს


ციხეში გარდაცვლილი რუსი იურისტის, სერგეი მაგნიცკის დედა ამბობს, რომ მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში შექმნილი იყო „წამების პირობები“, რომლებმაც გამოიწვია ციხეში მისი შვილის სიკვდილი. ნატალია მაგნიცკაიამ ეს შეფასება გამოთქვა მოსკოვის სასამართლოში, რომელიც განიხილავს ერთადერთი ბრალდებულის - დმიტრი კრატოვის საქმეს. კრატოვი არის მოსკოვის ბუტირკის სასჯელაღსრულების ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე. მას ადანაშაულებენ დაუდევრობაში, რომელსაც მოჰყვა მაგნიცკის სიკვდილი 2009 წლის ნოემბერში. ნატალია მაგნიცკაია აცხადებს, რომ საჭიროა მეტი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ოფიციალური განცხადებით, მაგნიცკი, რომელიც დასავლური კომპანიის ადვოკატი იყო, გულის დაავადებით გარდაიცვალა წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ელოდებოდა გასამართლებას გადასახადების გადაუხდელობაში ბრალდების საფუძველზე. მაგნიცკის მომხრეები კი აცხადებენ, რომ ის ცემით და წამებით მოკლეს. მაგნიცკის გარდაცვალებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა უცხოეთშიც.
XS
SM
MD
LG