Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტონინო პიცულა: საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა


”საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა”, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტონინო პიცულამ განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების წინასწარი შედეგები შეაჯამეს. პიცულამ აღნიშნა, რომ აფასებენ და პატივს სცემენ საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას და დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველ ხალხს შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს. საპარლამენტო არჩევნებს წარმატებით ჩაბარებული ტესტი უწოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ლუკა ვოლონტემაც. მისივე თქმით, საქართველომ ტესტი ჩააბარა, მაგრამ აუცილებელია, წინსვლა გაგრძელდეს.
"ახლა გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შეძლებენ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში თანამშრომლობას", - განაცხადა ლუკა ვოლონტემ.
XS
SM
MD
LG