Accessibility links

logo-print

არჩევნების წინასწარი შედეგებით კვლავ ”ქართული ოცნება" ლიდერობს


საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ამ დროისთვის ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ლიდერობს როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. ცესკოს მონაცემებით, რომლებიც უბნების 35,16%-ის შედეგებს ეფუძნება, პროპორციული სისტემით ”ქართულ ოცნებას” ხმების 53,15% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას კი 41,6%. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 32 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ, 26-ში კი ნაციონალური მოძრაობის. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტები 5%-იან საარჩევნო ბარიერის გადალახვას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
XS
SM
MD
LG