Accessibility links

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება თანამშრომლობას პერევთან ინციდენტის შემდეგ


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დადებითად აფასებს თანამშრომლობას, რომელიც მოჰყვა ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ პერევთან 29 სექტემბერს მომხდარ ინიცდენტს და ქართველი პოლიციელის დაკავებას. სადამკვირვებლო მისიის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა კარზმანის/პერევის მახლობლად, ადმინისტრაციკლი საზღვრის მეორე მხარეს. ის 1 ოქტომბერს გადასცეს ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებმა. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარესთან იყო კავშირში ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და მისი სწრაფად მოგვარების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG