Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთი გააკრიტიკეს


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, სამართლებრივი სისტემის პოლიტიზების, ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო. ეს დარღვევები ასახულია ანგარიშში, რომელიც 2005 წლის შემდეგ პირველად მომზადდა რუსეთის შესახებ. ანგარიშის საფუძველზე სამშაბათს ჩატარდა დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. კრიტიკული შეფასებით გამოვიდა ანგარიშის თანაავტორი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი გიორგი ფრუნდა: „კანონი „უცხოელი აგენტების“, ასევე, საპროტესტო გამოსვლების შესახებ, მათთან ერთად კანონი, რომელიც დანაშაულად აცხადებს ყოველგვარ ცილისწამებას და ფედერალური კანონი, რომელიც ბავშვებს იცავს ინფორმაციისგან, რომელიც მათს ჯანმრთელობასა და განვითარებას ვნებს, ეწინააღმდეგებიან კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს,“ - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის შესახებ ანგარიშის თანაავტორმა. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციას, რომ რუსეთზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს პრობლემების მოგვარებამდე.
XS
SM
MD
LG