Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი ხდება


რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი ხდება. როგორც საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება, მედვედევმა განაცხადა ასევე, რომ, როგორც საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები აჩვენებს, საქართველოს მოსახლეობას ცვლილება სურს. „ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ეს, როგორც ჩანს, ნიშნავს, რომ პარლამენტში გამოჩნდებიან უფრო კონსტრუქციული და პასუხისმგებლობიანი ძალები“, განაცხადა მედვედევმა, რომელსაც რუსმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ აფასებს საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გამარჯვების ფაქტს.
XS
SM
MD
LG