Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია რუსეთის შესახებ


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში სამშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო რუსეთის შესახებ რეზოლუცია, რომელიც კრიტიკულ შეფასებებს შეიცავს. რეზოლუცია ემყარება ანგარიშს, რომელიც 2005 წლის შემდეგ პირველად მომზადდა რუსეთის შესახებ. ტექსტში აღნიშნულია, რომ შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო სათათბიროში ბოლოხანს დამტკიცებული კანონპროექტები. კრიტიკის საგანია, მაგალითად, შესწორებები არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში, კანონი „უცხოელი აგენტების“, აგრეთვე საპროტესტო გამოსვლების შესახებ და კანონი, რომელიც დანაშაულად აცხადებს ყოველგვარ ცილისწამებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოითხოვენ რუსეთში სიკვდილით დასჯის იურიდიულ გაუქმებასაც, საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შესახებ მიღებული კრიტიკული რეზოლუცია „სერიოზულად გაართულებს“ ურთიერთობას მოსკოვსა და სტრასბურგს შორის.
XS
SM
MD
LG