Accessibility links

logo-print

მედვედევი: „ერთიანი რუსეთი“ მზადაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დიალოგისათვის


რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, „ერთიანი რუსეთი“, როგორც წამყვანი პოლიტიკური ძალა რუსეთში, მზად არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მომავალზე დიალოგისათვის. მედვედევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ერთიანი რუსეთი“ ყოველთვის ინარჩუნებდა კონტაქტს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. პასუხად შეკითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოში არჩევნების შედეგად ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გამარჯვების შესახებ, მედვედევმა გამოთქვა შეფასება, რომ საქართველოს მოსახლეობას, როგორც ჩანს, ცვლილება სურს. რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ "არჩევნების შედეგები რეალობად იქცევა - საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი გახდება. ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ეს, როგორც ჩანს, ნიშნავს, რომ პარლამენტში გამოჩნდებიან უფრო კონსტრუქციული და პასუხისმგებლობიანი ძალები“, განაცხადა მედვედევმა
XS
SM
MD
LG