Accessibility links

logo-print

ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა „მიუღებელი“ უწოდა სააკაშვილის გადადგომის მოწოდებას


ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მარტენსის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გაზარდა ქვეყნის დემოკრატიული მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან, ბატონმა ივანიშვილმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისკენ. ეს მოწოდება არის სრულიად მიუღებელი და პირდაპირი შეტევაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. მარტენსი იმედოვნებს, რომ ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, რომლებმაც დღეს უკვე მიულოცეს ივანიშვილს გამარჯვება, "საჯაროდ დაგმობენ მის მოწოდებას პრეზიდენტისადმი და მოითხოვენ ამ სიტყვების დაუყოვნებლივ უკან წაღებას". მე მჭიდროდ ვითანამშრომლებ ჩვენი ევროპის სახალხო პარტიის საპარლამენტო ჯგუფებთან ევროპის პარლამენტში, ევროსაბჭოსა და ეუთო-ში, რათა დაცული იქნას ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები; მე ასევე მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა სხვა შესაბამის ინსტიტუტებს, გააკეთონ იგივე და განსაკუთრებით კი ევროკომისიას, რომელიც საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ასოცირების შეთანხმების შესახებ”, - აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი.
XS
SM
MD
LG