Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი „ისტორიულს“ უწოდებს საქართველოში გამართულ არჩევნებს


საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უწოდებს „ისტორიულს ყველა ქართველისთვისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“. სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მზად არის თანამრომლობისთვის საქართველოს ახალ პარლამენტთან და ახალ კაბინეტთან, აგრეთვე, პრეზიდენტთან „საქართველოს ხალხისთვის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“. „შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტიას, ახალ პარლამენტში კონსტრუქციულად ითანამშრომლონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკეთილდღეოდ“, ნათქვამია ჰილარი კლინტონის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG