Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჯგუფი პრეზიდენტთან კონსულტაციების საწარმოებლად


”საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალი საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენელი პრეზიდენტის ურთიერთობას და საჭიროა მრავალი საკითხის მოგვარება, ამიტომ ჩვენ შევქმენით კოალიციის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ”ქართული ოცნების” ლიდერმა კვლავ დაადასტურა, რომ კოალიცია მზად არის კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან. ”რაც შეეხება ჩემ მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებას პრეზიდენტის გადადგომის შესახებ, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამიტომ შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG