Accessibility links

logo-print

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა თეთრი სახლი


საპარლამენტო არჩევნების დღეს საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის ისტორიული უწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ მზად არის თანამრომლობისთვის საქართველოს ახალ პარლამენტთან, მთავრობასა და პრეზიდენტთან საქართველოს ხალხისთვის ნათელი მომავლის შესაქმნელად და ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში კონსტრუქციულად ითანამშრომლონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკეთილდღეოდ. საპარლამენტო არჩევნებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა თეთრი სახლიც. მისი პრესსამდივნო აღნიშნავს, რომ აშშ ულოცავს საქართველოს ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას და კიდევ ერთ საეტაპო მიღწევას დემოკრატიული განვითარების გზაზე. თეთრი სახლის შეფასებით, დემოკრატიული უფლებების თავისუფალი გამოვლენითა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესისადმი ერთგულებით საქართველოს მოქალაქეებმა მაგალითი უჩვენეს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. „პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელიან საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მტკიცე პარტნიორობის განვითარებას“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG