Accessibility links

logo-print

ცესკოს თავმჯდომარე დღეს შეხვდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს


საქართველოს ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა შეწყვიტონ საოლქო კომისიებზე ზეწოლა და მუშაობაში ხელი არ შეუშალონ. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ხარატიშვილი პარტიებს დაპირდა, რომ ადეკვატური და სწრაფი რეაგირება იქნება ყველა პრეტენზიაზე, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოში იქნება. ხარატიშვილის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილი შეფერხებით მუშაობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი პარტიის აქტივისტები შედეგების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ. "ყველაზე მძიმე შემთხვევა გვქონდა თეთრიწყაროში, სადაც ზეწოლის შედეგად საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ღამის ორ საათზე მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინეს", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა. მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ზეწოლაა 19 ოლქის კომისიაზე და ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება თერჯოლის ოლქშია. ცესკოს თავმჯდომარე დღეს შეხვდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებმაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას მისცენ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება და სადავო საკითხები ლეგალური გზებით მოაგვარონ.
XS
SM
MD
LG