Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნება” ზეწოლას ახდენს საარჩევნო კომისიებზე


ნაციონალური მოძრაობა "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს ”საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციასა და ამომრჩეველთა ნების ფეხქვეშ გათელვაში.” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერი და აქტივისტები ზეწოლას ახდენენ საარჩევნო კომისიების წევრებზე იმ ოლქებში, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თაქთაქიშვილის თქმით, ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები კომისიის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და აფრთხილებენ, რომ დაისჯებიან, რადგან უკვე აკონტროლებენ სამართალდამცავ სტრუქტურებს და სასამართლოს. ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიმართა, საოლქო კომისიებზე განსაკუთრებული მონიტორინგი დააწესონ და არ დაუშვან "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს ისტორიაში ყველა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესის დისკრედიტაცია.
XS
SM
MD
LG