Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავს ”ქართული ოცნების” ლიდერი - ამის შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა მის ბიზნესცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს. კოალიციის ლიდერმა მცდარი უწოდა ვერსიებს, რომლებიც ”ქართული ოცნების” მიერ დასაკომპლქტებელი მთავრობის შესახებ ვრცელდება და დასძინა, რომ ”არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვერსიებიც არ არსებობს.” მან ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ მიწვეულია როგორც ვაშინგტონში ასევე ევროპაში და ორი დღის წინ ესაუბრა კეტრინ ეშტონსაც. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილია, რომ პირველი ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.
XS
SM
MD
LG