Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნების” განცხადებით, მომავალი მთავრობის შესახებ ჯერ არ უმსჯელიათ


”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა კოალიციის ლიდერთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს აცნობეს, რომ მომავალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე არ უმსჯელიათ. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე კოალიციის საზრუნავია არჩევნების შედეგები 10-ზე მეტ ოლქში და საჩივრები, რომლებიც დარღვევების გამო დაიწერა. ”ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ რამდენიმე ოლქში რეალურად გამარჯვებული კოალიციის მაჟორიტარი კანდიდტები არიან, თუმცა, ოფიციალური მონაცემები სხვა შედეგს აჩვენებს. ”როგორც ჩანს, დღეს ყველა დაკავებულია ახალი მთავრობის შექმნით, გარდა "ქართული ოცნებისა", - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობის დაკომპლექტება დაახლოებით 2 კვირის შემდგომი პროცესია და მანამდე გავრცელებულ ნებისმიერ გვარს, ან ვერსიას "ქართული ოცნების" მოსაზრებებთან საერთო არაფერი აქვს.
XS
SM
MD
LG