Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: ”ქართული ოცნება” მზად არის დიალოგისათვის


”ქართულ ოცნებას” არ აქვს არანაირი პოლიტიკური ულტიმატუმები და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად არის საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად - ნათქვამია კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ის აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ “ქართული ოცნება” შეუდგა ხალხის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა კონსტიტუციური წესრიგის და ხელისუფლების შეცვლის პროცესში სახელმწიფო ორგანოთა შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალება და სახელმწიფო ორგანოთა გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას.
XS
SM
MD
LG