Accessibility links

logo-print

სირიის ქალაქ ალეპოში 40-მდე ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად


სირიის ქალაქ ალეპოდან იუწყებიან, რომ 40-მდე ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა სამი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქებები მოხდა ალეპოს იმ ნაწილში, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, აფეთქებები მოეწყო ალეპოს ცენტრალურ მოედანზე, ოფიცრების კლუბთან. ორგანიზაცია იუწყება ასევე, რომ დღეს ალეპოში კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა სავაჭრო პალატასთან, რომელიც ცენტრალური მოედნიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. ალეპოში რამდენიმე კვირაა, გრძელდება შეტაკებები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის. მას შემდეგ, რაც 18 თვის წინ დაიწყო ამბოხება სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ, აქტივისტების მონაცემებით, დაღუპულია 30 000-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG