Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ წევრებმა კომისიას დარღვევების ამსახველი დოკუმენტაცია გადასცეს


კოალიცია "ქართული ოცნების" ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, ზურაბ ხარატიშვილს გადასცა დოკუმენტაცია, რომელიც, სავარაუდოდ, ხაშურის ათ უბანზე დარღვევებს ასახავს. "ქართული ოცნების" ლიდერები ხაშურის ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. "აქ არის ოქმები, სადაც გადაკეთებულია ციფრები. ცესკოს თავმჯდომარეს ვუთხარით, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს. კატეგორიულად მოვითხოვთ, მოხდეს რეაგირება. გადაბრალება იმაზე, თითქოს საოლქო კომისიის და სასამართლოს საქმეა და არა ცესკოსი, ასე არ არის", - განაცხადა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ. მისი თქმით, ხაშურში მომხდარი ფაქტები მიუთითებს, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, ვალერი გელაშვილი პარლამენტის წევრი არ გამხდარიყო. "ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდისა და დედოფლისწყაროს ოლქების შედეგებსაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატები აღნიშნულ ოლქებში გაყალბების შედეგად აგებენ.
XS
SM
MD
LG