Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დააკავეს ოპოზიციის სამი ლიდერი


ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის ”ატა-იურტის” სამი ლიდერი ”მთავრობის ძალადობრივი დამხობის მცდელობის” ბრალდებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები: კამჩიბეკ ტაშიევი, სადირ ჯაფაროვი და ტალანტ მამიტოვი ოთხშაბათს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეტაკება მოხდა საპროტესტო აქციის 1000-მდე მონაწილესა და უშიშროების რაზმს შორის. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პერიმეტრზე შესვლას ცდილობდნენ. ისინი მოითხოვდნენ ყირგიზეთის ოქროს მომპოვებელი უმსხვილესი კომპანიის ნაციონალიზაციას. ტაშიევი შეუერთდა აქციას და მთავრობის დამხობის მოწოდებით გამოვიდა. დემონსტრანტთა დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ძაღლები. რამდენიმე დემონსტრანტი და პოლიციელი დაიჭრა. ”ატა-იურტის” წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტია ხუთშაბათისთვის ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG