Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დემონსტრანტები მოითხოვენ ოპოზიციონერების გათავისუფლებას


ყირგიზეთის ქალაქ ჯალალაბადში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პარლამენტის სამი ოპოზიციონერი წევრის გათავისუფლების მოთხოვნით. ოპოზიციურ პარტია „ატა-იურტის“ სამი ლიდერი დაკავებულია ბიშკეკში გუშინ ჩატარებულ საპროტესტო აქციაში შესრულებული როლისათვის. აქციის ათასამდე წევრი მოითხოვდა ოქროს მომპოვებელ კომპანია „კუმტორის“ ნაციონალიზაციას. დემონსტრანტებს შეუერთდნენ ოპოზიციონერი პარლამენტარები, მათ შორის კამჩიბეკ ტაშიევი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა მთავრობის დამხობისაკენ. ზოგი დემონსტრანტი პარლამენტის მიმდებარე, შემოღობილ ტერიტორიაზე შეიჭრა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და ძაღლები გამოიყენა აქციის დასაშლელად. დღეს ჯალალაბადში დემონსტრანტები დაიმუქრნენ, რომ აქციები გაგრძელდება, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.
XS
SM
MD
LG