Accessibility links

logo-print

მოსკოვი უარყოფს აშშ-დან სამხედრო კომპონენტების კონტრაბანდაში მონაწილეობის ბრალდებას


მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის სადაზვერვო უწყებებს არ ჰქონდათ კავშირი ქსელთან, რომელიც, სავარაუდოდ, უკანონოდ ახდენდა სამხედრო სფეროსთვის გამოსადეგი მაღალი ტექნოლოგიის კომპონენტების იმპორტს შეერთებული შტატებიდან რუსეთში. ამერიკელმა ფედერალურმა პროკურორებმა ოთხშაბათს, ნიუ-იორკში წაუყენეს ბრალდება ქსელის საქმიანობაში სავარაუდოდ მონაწილე 11 პირს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ბრალდებებს არაფერი აქვთ საერთო უშიშროების სამსახურების მუშაობასთან. მიკროელექტრონული ხელსაწყოები, რომლებიც სავარაუდოდ შეჰქონდათ რუსეთში, ექვემდებარება შეერთებული შტატების მთავრობის კონტროლს, სამხედრო რადარებში და სათვალთვალო სისტემებში მათი გამოყენების შესაძლებლობის გამო. პროკურორების განცხადებით, ეჭვმიტანილებს შორისაა ალექსანდერ ფიშენკო, რომელსაც აქვს ორმაგი - რუსეთისა და შეერთებული შტატების მოქალაქეობა. ის მიჩნეულია რუსეთის მთავრობის დაურეგისტრირებელ აგენტად. 11 ეჭვმიტანილიდან უკვე დაპატიმრებულია რვა, მათ შორის ფიშენკო.
XS
SM
MD
LG