Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მეწყერმა 18 მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა


ჩინეთის მედიის ცნობით, მეწყრის შედეგად 18 მოსწავლე დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, მეწყერმა მოიყოლა სკოლა და ფერმის ორი შენობა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სოფელ ჟენეში. ბოლოხანს ამ რეგიონში რამდენჯერმე მოხდა მიწისძვრა. 7 სექტემბერს ორმა მიწისძვრამ შეიწირა 81 ადამიანი.
XS
SM
MD
LG