Accessibility links

ოჯახში დაბრუნდა ერთი კვირის წინ გაუჩინარებული ბესიკ სურმავა


"ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, დაახლოებით ერთი კვირის წინ გაუჩინარებული ბესიკ სურმავა ოჯახში დაბრუნდა. მისმა მეუღლემ მაკა ლობჟანიძემ დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ სურმავა სახლში გასულ ღამით მივიდა, თუმცა ამჟამად არ იმყოფება ოჯახში, რომელმაც ის დასვენების მიზნით სხვაგან გადაიყვანა. ლობჟანიძის განცხადებით, ბესიკ სურმავა კონკრეტულად არაფერზე საუბრობს და ”დაღლილი და ნაწამები სახე აქვს.” საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე ბესიკ სურმავას სახელით ინტერნეტით დაიწყო გავრცელება აუდიოჩანაწერებისა, რომლებიც თანმხლები განმარტებით, ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრებს ასახავდა.
XS
SM
MD
LG