Accessibility links

logo-print

გიორგი თარგამაძე: უმჯობესი იქნება პრეზიდენტმა პოსტი დატოვოს


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მიიჩნევს, რომ მისი მთავარი მიზანი, მშვიდობიანად დასრულებულიყო არჩევნები და ხელისუფლება დემოკრატიულად შეცვლილიყო, თითქმის მიღწეულია, მაგრამ სახეზეა ორხელისუფლებიანობა და ამიტომ მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება გაუმართლებელია. ”უმჯობესი იქნება მან პოსტი რაც შეიძლება მალე დატოვოს” - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. მისივე თქმით, ქრისტიან-დემოკრატები საპარლამენტო არჩევნებში პარტიული შედეგით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ კმაყოფილნი არიან ქვეყნისთვის საერთო შედეგით, რადგან პირველად მოხერხდა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ”ამავდროულად, ამ არჩევნებით არაფერი დასრულებულა და ახლა იწყება რეალური ბრძოლა პარტიებს შორის და გადავდივართ ჩვენი მისიის ძირითად ნაწილზე, რაც უკავშირდება ქვეყნის გაერთიანების, სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ეკონომიკის ზრდისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზას", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. მისივე თქმით ქდმ-ს ჰყავს დეპუტატები საკრებულოებში და იწყებს მზადებას ახალი არჩევნებისთვის, რომელიც თარგამაძის აზრით, არც ისე შორსაა. დღესვე გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ინგა გრიგოლიაზე, რომელიც მათი გუნდის წევრად რჩება, არჩევნებამდე ხორციელდებოდა ძლიერი ზეწოლა და კონკრეტულ ფაქტებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.
XS
SM
MD
LG