Accessibility links

logo-print

ჩიორა თაქთაქიშვილი: გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დაშინება


”გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების, საჯარო მოხელეებისა და ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებული კანდიდატების დაშინება და ფიზიკური ანგარიშსწორებით მუქარა”, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მისივე შეფასებით, ეს არის ჩაშლის მცდელობა დემოკრატიული არჩევნებისა, რომელიც ყველამ აღიარა, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი. თაქთაქიშვილის განცხადებით, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებულ კანდიდატს რონალდ ახალაიას პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრა ყოფილი "მხედრიონის" წარმომადგენელი თემურ გერგაია, ნინოწმინდაში "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი ჯუმბერ გელაშვილი კი პირადად დაემუქრა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს სეირან კურეგიანს და ოლქის შედეგების გაუქმება მოსთხოვა. ნაციონალური მოძრაობის სპიკერის განცხადებითვე, გარდაბანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე ხალხს მოუწოდებს შეკრებისკენ საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მიზნით.
XS
SM
MD
LG