Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ჩავიდა აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი


”ქართული ოცნება” არჩევნების შედეგებს აპროტესტებს ზუგდიდში. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია და მისი მხარდამჭერები, რომლებიც დღეს საოლქო კომისიასთან აქციაზე შეიკრიბნენ, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის როლანდ ახალაის სასარგებლოდ გაყალბდა. აქციის დაწყებიდან რამდენიმე ხანში ირაკლი ალასანიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ, რადგან საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მრავალათასიანი შეკრება და ხმაური საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლის. გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეები დაეთანხმნენ და დადიანების სასახლისკენ გადაინაცვლეს. ზუგდიდში ჩავიდა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
XS
SM
MD
LG