Accessibility links

არჩევნების წინასწარი შედეგებით, ”ქართულ ოცნებას” ხმების 54,88% აქვს


საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც უბნების 99,95%-ის მონაცემებს ეფუძნება, პროპორციული სისტემით ”ქართულ ოცნებას” ხმების 54,88% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას კი 40,39%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამ დროისთვის არსებული შედეგებით, ”ქართული ოცნება” 39 ოლქში იმარჯვებს, ნაციონალური მოძრაობა კი, 34-ში. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის კოალიციისთვის სადავოდ რჩება შედეგები რამდენიმე ოლქში. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, სიღნაღში გაბათილდა ერთი უბნის მონაცემები და შესაძლოა ხელახალი კენჭისყრა ჩატარდეს, ხოლო ყვარლის, თერჯოლისა და ხაშურის ოლქებში ზოგიერთი უბნის შედეგების გაბათილების საკითხი საჩივრების განხილვის შემდეგ გადაწყდება.
XS
SM
MD
LG