Accessibility links

ბიულეტენების 99,95% დათვლილია. ”ოცნებას" 54,87%, ”ნაციონალებს” - 40,04%


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დათვლილია 3766 საარჩევნო უბნიდან 3764, ანუ ბიულეტენების 99,95%. წინასწარი მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" 54,87% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" – 40,04%. დანარჩენ პარტიებს შემდეგი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ: "გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას" - 2,04%, "შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას" - 1,24%. ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგი 1%-ზე დაბალია. ცესკო-ს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, ცესკო მონაცემების დაზუსტებას მას შემდეგ შეუდგება, რაც საარჩევნო ოლქებიდან საბოლოო შედეგებს მიიღებს.
XS
SM
MD
LG