Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს სამი ექსტრემისტი


დაღესტანში პოლიციის განცხადებით, სამი შეიარაღებული პირი მოკლეს ქალაქ ბუინაკსკში პარასკევს განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად. პოლიცია იუწყება, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრები ბლოკირებულ იქნენ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში. მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს იარაღის დაყრაზე, სპეცშენაერთმა შტურმით აიღო ბინა. პოლიციელები არ დაშავებულან. ეს ოპერაცია რამდენიმე საათში მოჰყვა ინციდენტს, რომლის დროსაც პოლიციელებმა და უშიშროების ძალების თანამშრომლებმა ოთხი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს დაღესტნის ამავე რეგიონში.
XS
SM
MD
LG