Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში განახლდა დემონსტრაცია ოპოზიციონერების გათავისუფლების მოთხოვნით


ყირგიზეთის ქალაქ ჯალალაბადში განახლდა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ პარლამენტის სამი ოპოზიციონერი წევრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ოპოზიციურ პარტია "ატა-იურტის" სამი წევრი - კამჩიბეკ ტაშიევი, სადირ ჯაპაროვი და ტალანტ მამიტოვი - ოთხშაბათს დააკავეს ბიშკეკში ჩატარებულ დემონსტრაციაში შესრულებული როლისათვის. ტაშიევმა მთავრობის დამხობისაკენ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომლებიც მოითხოვდნენ ოქროს მომპოვებელ კომპანია „კომტურის“ ნაციონალიზაციას. ზოგი დემონსტრანტი შეიჭრა პარლამენტის მიმდებარე შემოღობილ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა. სამი პარლამენტარი 48 საათით არის დაკავებული. დღეს მოელიან გადაწყვეტილებას მათი დაკავების ვადის შესაძლო გაგრძელების საკითხზე.
XS
SM
MD
LG