Accessibility links

logo-print

პრაღის აეროპორტი დღეიდან ვაცლავ ჰაველის სახელს ატარებს


პრაღის საერთაშორისო აეროპორტი დღეიდან ვაცლავ ჰაველის სახელს ატარებს. 5 ოქტომბერი ჰაველის - ყოფილი დისიდენტისა და ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის - დაბადების დღეა. ის შარშან, დეკემბერში გარდაიცვალა 76 წლის ასაკში. აქამდე ჩეხეთის დედაქალაქის აეროპორტს ეწოდებოდა პრაღა-რუზინეს აეროპორტი.
XS
SM
MD
LG