Accessibility links

თბილისში გაიმართა პირველი შეხვედრა ხელისუფლების გადაბარების საკითხებზე


საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა გამართეს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის სამუშაო ჯგუფთან, ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ახალ მთავრობას, ძალოვანი უწყებების ჩათვლით, მთლიანად დააკომპლექტებს კოალიცია "ქართული ოცნება". შეხვედრის მონაწილეებს შორის იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია, რომელმაც დადებითად შეაფასა შეხვედრის, მისი თქმით, საქმიანი ატმოსფერო. შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის იყო კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია. მან დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კონსულტაციები ორშაბათს გაგრძელდება და განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს უწყებებში ხელისუფლების გადაბარების შესახებ.
XS
SM
MD
LG