Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს 2042 წლამდე გაუგრძელეს ტაჯიკეთში სამხედრო ბაზით სარგებლობის უფლება


რუსეთმა და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთს აძლევს უფლებას, 2042 წლამდე ისარგებლოს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზით. კონტრაქტი დღეს გააფორმეს, დუშანბეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტისას. პუტინის თანაშემწე იური უშაკოვის განმარტებით, მხარეებმა გააგრძელეს 1993 წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის მოქმედების ვადაც 2014 წელს ამოიწურებოდა. უშაკოვის თქმით, რუსეთი სიმბოლურ თანხას გადაიხდის ბაზით სარგებლობის გაგრძელებაში. 7000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს სამი სამხედრო ობიექტით ტაჯიკეთში. საქმე ეხება უცხოეთში რუსეთის ყველაზე მრავალრიცხოვან კონტინგენტს.
XS
SM
MD
LG