Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი თბილისში შეხვდა ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს. ”თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ კმაყოფილია და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქართულ ბიზნესს ფეხზე დააყენებს. "იქნებ დადგეს პერიოდი, რომ სიმაღლეებისკენ და მწვერვალებისკენ დაიწყოს სვლა ქართულმა ბიზნესმა” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისივე თქმით, არ შეიძლება შეებრძოლო სფეროს, რომლითაც ბიუჯეტი ივსება. ხაზარაძის შეფასებით, თუ შესრულდება მესიჯები, რომლებიც დღევანდელი შეხვედრისას მოისმინა, ქართული ბიზნესი აუცილებლად განვითარდება. თავად ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომ ”აღკვეთილი იქნება ისეთი დამეგობრება, როგორიც ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის იყო, რადგან მთავრობა ბიზნესთან კი არ უნდა მეგობრობდეს, მას უნდა უსმენდეს, ბიზნესმენები კი ხელისუფლებას უნდა ესაუბრებოდნენ არსებულ საჭიროებებზე და არა დამეგობრებაზე.” ივანიშვილის თქმით, როდესაც რუსეთში სუფთა ბიზნესის პრეცედენტი შექმნა, მას არ გააკარა კრიმინალები. "იგივეა ჩინოვნიკები და მათგან ბიზნესმენებმა არავითარი დახმარება არ უნდა მიიღონ ", - განაცხადა ”ქართული ოცნების” ლიდერმა. მისივე თქმით, შეიქმნება ორგანო, რომლის საშუალებითაც, ბიზნესს შეეძლება ოფიციალური წინადადებებით მიმართოს მთავრობას.
XS
SM
MD
LG