Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ევროპაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურს


კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დღეს თბილისში შეხვდა ევროპაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურს ჯონ პაქსტონს, მის მოადგილეს ჯეფრი ჰარტმანს და პოლკოვნიკ ჯეიმს ო’მეარას. ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ”ქართული ოცნების” ლიდერს მიულოცეს არჩევნებში მისი კოალიციის გამარჯვება. "საქართველო იყო და არის ძალიან საიმედო და ძვირფასი პარტნიორი აშშ-ისთვის, ერთად ვმუშაობთ ავღანეთში და მოუთმენლად ველით, რომ ჩვენი თანამშრომლობა მოკლე დროში გაგრძელდება ” - განაცხადა ჯონ პაქსტონმა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ნატოში და ასევე, ავღანეთსა და სხვა ცხელ წერტილებში აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის გასაგრძელებლად. კოალიციის ლიდერის განცხადებით, აშშ-ს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირებასა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში.
XS
SM
MD
LG