Accessibility links

დავით ბაქრაძე: ჩვენ მთავრობის ფორმირებაში ჩარევას არ ვაპირებთ


ჩვენ მთავრობის ფორმირებაში ჩარევას არ ვაპირებთ და მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მთლიანად დააკომპლექტებს გამარჯვებული კოალიცია - განაცხადა ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია, რადგან დღევანდელი შეხვედრა კონსტრუქციული და დადებითი იყო. ”გამოჩნდა, რომ ორივე მხარე ძალიან კარგად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის და ხალხის წინაშე, რათა იყოს წესრიგი და ხელისუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემა მოხდეს მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში” - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ის დარწმუნებულია, რომ მსგავსი მიდგომით საქართველოში პროცესები ნორმალურად განვითარდება და გარანტირებული იქნება არჩევნების შედეგების პატივისცემა და ხელისუფლების გადაბარება ისე, რომ ქვეყანას და მოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ. დავით ბაქრაძემ ”ქართული ოცნების” ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დღეს არ ყოფილა საუბარი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ, თუმცა არ გამორიცხა, რომ მსგავსი შეხვედრა გაიმართება.
XS
SM
MD
LG